,,სასაცილოც კი არაა არგუმენტი, თითქოს “მშვიდობის ქალაქი” ვინმეს ჯინაზე იყო შერჩეული” – კახა კალაძე

,,სასაცილოც კი არაა არგუმენტი, თითქოს “მშვიდობის ქალაქი” ვინმეს ჯინაზე იყო შერჩეული,”- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის საკრებულოში განაცხადა, სადაც მერის წლიურ ანგარიშს უსმენენ.

კალაძის თქმით, მისთვის ცოტა უცნაური იყო, როდესაც წლევანდელ საახალწლო სლოგანს არაერთი სპეკულაცია მოჰყვა.

,,ნებისმიერი საქმე, ნებისმიერი მიღწევა უფერულდება, თუკი არ არის მშვიდობა, განვითარება, სამომავლო გეგმები და პერსპექტივები, პროექტები მნიშვნელოვანია მხოლოდ მშვიდობიან გარემოში, სწორედ ამ შემთხვევაში აქვს აზრი ჩვენ შრომას, სწავლას, შემოქმედებას თუ მისწრაფებებს. ამიტომ ჩემთვის ცოტა უცნაური იყო როდესაც წლევანდელ საახალწლო სლოგანს – “მშვიდობის ქალაქი” არაერთი სპეკულაცია მოჰყვა. ეს გაუგებართან ერთად ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია, სასაცილოც კი არაა არგუმენტი თითქოს წლევანდელი სლოგანი ნიშნის მოგების მიზნით, ვინმეს ჯინაზე იყო შერჩეული, ამ თემაზე სერიოზულად საუბარი უბრალოდ წარმოუდგენელია, არ ვიკადრებ, არც თქვენ გაკადრებთ”,- განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები