ხმაური თბილისის საკრებულოში – აქტივისტებს ბანერის „კორუფცია კლავს“ გაშლის შესაძლებლობა არ მისცეს

თბილისის საკრებულოში, სადაც  დედაქალაქის მერის ანგარიშს უსმენენ ხმაური იყო.

სამოქალაქო აქტივისტებმა საკრებულოს სხდომაზე ბანერი წარწერით „კორუფცია კლავს” მიიტანეს, რომლის გაშლის შესაძლებლობაც ადგილზე მყოფებმა არ მისცეს.

ცნობისთვის, დღეს, თბილისის საკრებულოში დედაქალაქის მერის ანგარიშს მოუსმენენ და მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცებაზე იმსჯელებენ.

მსგავსი თემები