ევროპაში გაზის ფასი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, მინიმუმამდე დაეცა

ევროპაში გაზის ფასი უკრაინაში ომის დაწყებიდან მინიმუმამდე დაეცა. ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

სამშაბათს ნიდერლანდების ბირჟაზე, ევროპის უმსხვილეს ჰაბზე მეგავატსაათი აირის ფასი 77 ევროს ჩამოსცდა  ეს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

მედიის ცნობით,  მეგავატსაათი გაზის ღირებულება 24 თებერვალს 128 ევრომდე გაიზარდა, აგვისტოს ბოლოს კი, მაქსიმუმს მიაღწია და 350 ევრო შეადგინა. მკვეთრი გაძვირების მიზეზებს შორის რუსეთისთვის სანქციების დაწესება, მოსკოვის მხრიდან გაზის მიწოდების შეფერხება და გაზის მარაგების შევსება სახელდებოდა

მსგავსი თემები