,,ამ სიბინძურეში ვერ გავეხვევი”- ალექსანდრე გეჯაძე სააკაშვილის ადვოკატს პასუხობს

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის  სკანდალურ ბრალდებას ექსკლუზიურად ”მედიაცენტრ მთავართან” დამოუკიდებელი ექსპერტი, ალექსანდრე გეჯაძე პასუხობს.

,,ამ სიბინძურეში ვერ გავეხვევი. არ მომისმენია, არ ვიცი რაზეა საუბარი. არ ვიცი, რა ჩანაწერი გააკეთა და საერთოდ რაზე ისაუბრა სასამართლოზე. მოვუსმენ, გავეცნობი და შემდეგ გავაკეთებ კომენტარს”,- განაცხადა ალექსანდრე გეჯაძემ.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, მას გეჯაძემ დაურეკა და უთხრა, რომ სიამოვნებით მიიღებდა ექს-პრეზიდენტის საქმეში მონაწილეობას, თუმცა დაწერდა იმას, რასაც შსს ეტყოდა.

,,გეჯაძემ მითხრა სიამოვნებით მივიღებდი მონაწილეობას ”ჩიტის” საქმეში, ოღონდ დამირეკავს შსს და დავწერს იმას, რასაც მეტყვიან” – სააკაშვილის ადვოკატი

მსგავსი თემები