33 წლის მამაკაცი კატამ დაკბინა და გარდაიცვალა

დანიაში, 33 წლის მამაკაცი შინაურმა კატამ დაკბინა, რის შედეგადაც გარდაიცვალა. ჰენრი კრიგბაუს კნუტმა ხელში აყვანის დროს უკბინა, რის გამოც მამაკაცს ხელი გაუსივდა.

ექიმებს თითის ამპუტაცია მოუწიათ, თუმცა ინფექციის გავრცელების შეჩერება ვერ მოხერხდა. მის სისხლში ხორცის მჭამელი ბაქტერია მოხვდა.

მამაკაცი კლინიკაში ერთი თვის განმავლობაში იმყოფებოდა და 15 ოპერაცია ჩაუტარდა. თუმცა, ოპერაციებიდან ოთხი თვის შემდეგ თითი ჯერ კიდევ არ ფუნქციონირებდა გამართულად და ექიმებმა მისი ამპუტაცია გახდა საჭირო. ამის მიუხედავად, 33 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და ლეტალურად დასრულდა.

 

მსგავსი თემები