,,კიდევ ერთი გლობალური პანდემია აუცილებლად იქნება”- ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით მსოფლიოში, კიდევ ერთი გლობალური პანდემიაა მოსალოდნელი. ამის შესახებ ჯო ბაიდენმა აშშ-აფრიკის ბიზნეს ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

“ვმუშაობთ კოვიდ-19-ის დასასრულებლად, ამასთან, ვაგრძელებთ უფრო ძლიერი ჯანდაცვის სისტემების და ინსტიტუტების მშენებლობას და ვაჩქარებთ ძალისხმევას საყოველთაო ჯანდაცვის მისაღწევად, რათა დავრწმუნდეთ, რომ უკეთ ვართ მომზადებულები გავუმკლავდეთ ჯანმრთელობის გამოწვევებს, მათ შორის მომდევნო პანდემიას – და აუცილებლად იქნება ერთი“, – აღნიშნა ბაიდენმა ვაშინგტონში.

მსგავსი თემები