,,ფრონტზე სიმშვიდე არ არის, მარტივი და იოლი არაფერია”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით,  სიტუაცია დონბასში და ფრონტის ხაზზე მშვიდი არ არის და თითოეული მეტრის მოპოვება რთულია. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ყოველდღიურ მიმართვაში განაცხადა.

,,ფრონტზე სიმშვიდე არ არის. მარტივი და იოლი არაფერია. ყოველი დღე და ყოველი მეტრის მიღება უკიდურესად მძიმეა. მითუმეტეს იქ, სადაც ოკუპანტები მათ წინ ყველაფერს არტილერიით ანადგურებენ და მიწაში მხოლოდ ნანგრევები და კრატერები რჩება,”- განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, ”ასეთ პირობებში თავდაცვა არ არის მხოლოდ გმირობა, ეს არის რაღაც მეტი”.

„სხვათა შორის, ამაზე ვისაუბრე ევროპარლამენტისადმი მიმართვაში. რუსეთი ანადგურებს ქალაქებს დონბასში, როგორიცაა მარიუპოლი, ვოლნოვახა, ბახმუტი. ასეთ პირობებში თავდაცვა არ არის მხოლოდ გმირობა, ეს არის რაღაც მეტი და მადლობას ვუხდი ჩვენს ყველა მეომარს, ვინც უძლებს ოკუპანტების ზეწოლას“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

მსგავსი თემები