,,მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა”- საახალწლო სლოგანი “მშვიდობის ქალაქი” იქნება

“მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა”,- ასე პასუხობს დედაქალაქის მერი კითხვას, უკავშირდება თუ არა საახალწლო სლოგანი “მშვიდობის ქალაქი” მმართველი პარტიის რიტორიკას ომთან დაკავშირებით.

კალაძის განცხადებით, მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს და ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა.

“მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ქვეყანაში დღეს ჩვენ გვაქვს სიმშვიდე და ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქართველი ხალხის ინტერესები ყოველთვის იყოს დაცული, ქვეყანაში იყოს მშვიდობა და მოხდეს ეკონომიკური განვითარება”, – განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, საახალწლო სლოგანი “მშვიდობის ქალაქი” იქნება.

მსგავსი თემები