„არ გვინდა მეტი ტესტი და ლოქდაუნი“ – ჩინეთში კოვიდშეზღუდვებს აპროტესტებენ

ჩინეთში კოვიდშეზღუდვების წინააღმდეგ მოქალაქეებმა პეკინში, შანხაიში და რამდენიმე დიდ ქალაქში აქციები გამართეს.

დემონსტრანტები ჩინეთის პრეზიდენტის გადადგომას მოითხოვდნენ და სკანდირებდნენ „არ გვინდა მეტი ტესტი და ლოქდაუნი“.

პოლიციამ დემონსტრანტების დასაშლელად ე.წ. „წიწაკის სპრეი“ გამოიყენა. დემონსტრანტების ნაწილი დააკავა და განყოფილებაში გადაიყვანა.

ცნობისთვის, საპროტესტო აქციები  ურუმჩიში გაჩენილ ხანძარის შემდეგ დაიწყო, რასაც მინიმუმ 10 ადამიანი ემსხვერპლა. მოქალაქეების განცხადებით, ადამინებმა შენობის დროულად დატოვება გამოცხადებული „ლოქდაუნის“ გამო ვერ შეძლეს.

მსგავსი თემები