კრემლი სავარაუდოდ, საინფორმაციო ფონს ამზადებს ბელგოროდის ოლქზე “უცხო დროშით” შეტევისთვის – ომის შემსწავლელი ინსტიტუტი

ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ანალიტიკოსების ვარაუდით, კრემლი ინფორმაციულ წინაპირობებს ქმნის, რუსეთის ბელგოროდის ოლქში “ცრუ დროშის” თავდასხმისთვის. მათივე ცნობით, ეს სავარაუდოდ, რუსეთს მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ ომის მიმართ საზოგადოების მხარდაჭერის აღდგენის მცდელობაა.

ანალიტიკოსები აღნიშნავენ, კრემლის პროპაგანდისტებმა დაიწყეს ჰიპოთეზის გახმოვანება იმის შესახებ, რომ უკრაინული ძალები ბელგოროდის ოლქში შეჭრას ცდილობენ და სხვა რუსული წყაროები აღნიშნავდნენ, რომ რუსულმა ძალებმა უნდა დაიბრუნონ კონტროლი კუპიანსკზე, ხარკოვის ოლქზე, რათა მინიმუმამდე დაიყვანონ უკრაინის თავდასხმის საფრთხე.

ანალიტიკოსების თქმით,  რუსეთის განცხადებები ბელგოროდის რეგიონზე უკრაინის გარდაუვალი თავდასხმის შესახებ აბსურდულია და მიზნად ისახავს მხოლოდ ფართო საზოგადოების დაშინებას ომის მხარდასაჭერად.

მსგავსი თემები