გასულ დღე-ღამეში სუმის ოლქის დასახლებებში 40-მდე საარტილერიო ჭურვი ჩამოვარდა

უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა სარაკეტო დარტყმა მიიტანეს სუმის ოლქზე.  გასულ დღე-ღამეში, სხვადასხვა სოფლებში, 40-მდე საარტილერიო ჭურვი ჩამოვარდა.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მზადაა სპეციალური პუნქტები, რომლებიც ელექტროენერგიის ხანგრძლივი გათიშვის დროს ამუშავდება და საშუალებას მისცეს მოსახლეობა საბაზისო სერვისებს უფასოდ მიიღოს.

ზელენსკის თქმით, ქვეყნის მასშტაბით უკვე გახსნილია ოთხი ათასი ასეთი პუნქტი.

მსგავსი თემები