2 ქალის მკვლელობისთვის გასამართლებული ”ვაგნერის” წევრი „სიმამაცის ორდენით” დააჯილდოვეს

რუსეთის კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მიერ უკრაინაში საომრად დაქირავებულმა, მკვლელობის ბრალდებით გასამართლებული, კონსტანტინ კისილიოვი „სიმამაცის ორდენი” და მეთაურის თანამდებობით დააჯილდოვეს.

კისილიოვი ორი ქალის მკვლელობისთვის, 2017 წლიდან  9-წლიან სასჯელს იხდიდა. „ვაგნერში“ კი, 2022 წლის სექტემბერში გაწევრიანდა მას შემდეგ, რაც კოლონიაში პატიმრების დასაქირავებლად იმყოფებოდა სამხედრო კომპანიის დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი.

არსებული ინფორმაციით,  კისილიოვის ცოლმა ქმრის ყოფილ თანამესაკნეებს განუცხადა, რომ მან ორდენი და მეთაურობა იმის გამო მიიღო, რომ  საარტილერიო შეტევისას ქვედანაყოფიდან მხოლოდ ის გადარჩა.

 

მსგავსი თემები