„ნაციონალური მოძრაობისა“ და პირადად სააკაშვილის მეგობრები საქართველოზე რაღაც ახალ თავდასხმას გეგმავენ”- დავით მათიკაშვილი

,,პარტია „ნაციონალური მოძრაობისა“ და პირადად მიხეილ სააკაშვილის მეგობრები საქართველოზე რაღაც ახალ თავდასხმას გეგმავენ, – ასე ეხმიანება„ქართული ოცნების“ წევრი, დავით მათიკაშვილი ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას განცხადებას.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობისა“ და პირადად მიხეილ სააკაშვილის მეგობრები პროვოკაციულ ნაბიჯს გეგმავენ.

„ამ რეზოლუციის ავტორები, თავად „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი მეგობრები კიდევ ერთ პროვოკაციულ ნაბიჯს გეგმავენ, რომლის უკან არაფერი დგას. ის, რომ საქართველო არის დასავლეთის ნაწილი და საქართველოს სწრაფვა არის ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ ოჯახში, ამ წიაღსვლების ავტორებმა გადაშალონ საქართველოს კონსტიტუცია და კარგად ამოიკითხონ.

„ქართულმა ოცნებამ“ კონსტიტუციის დონეზე მიიღო, რომ ქვეყანა ევროპული მიმართულებით მიდის და ყველაფერი არის იმ მეგობრების გამოძახილი, რაც ამ ადამიანებს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და პირადად მიხეილ სააკაშვილთან აქვთ“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, ანა ფოტიგამ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გაავრცელა განცხადება, რომ  29 ნოემბერს „ევროპული კონსერვატორებისა და რეფორმისტთა“ ჯგუფი გამართავს პანელს, რომლის მთავარი თემა იქნება „ოლიგარქი, რუსული კავშირები, ომი უკრაინაში და საქართველოს მომავალი“.

 

მსგავსი თემები