,,დაბოღმილი, გამწარებული, შურით აღვსილნი, საშინელებაა…თქვენ ვინ მოგცემთ ხმას?”- პრემიერი ოპოზიციას

,,ხართ დაბოღმილი, გამწარებული, შურით აღვსილნი, საშინელებაა და ამ დროს, ფარისევლურ პერფორმანსებს დგამთ და მერე უკვირთ რატომ იღებენ 1 და 2%-ს? თქვენ ვინ მოგცემთ ხმას?”,- ამ სიტყვებით  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ოპოზიციას, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას მიმართა, სადაც ინტერპელაციის წესით უსმენენ.

მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებს არ უხარიათ ქვეყნის წარმატება და წინსვლა.

,,გამაოგნებელი იყო თქვენი ქცევა და რეაქცია. ევროკომისარი იყო ჩამოსული ბატონი ოლივერ ვარჰეი. ნამდვილი მეგობარი ჩვენი ქვეყნის და თქვენი, ქართველი ხალხის. კაცი ჩამოვიდა კონკრეტული გზავნილით ბრიუსელიდან და მე შევახსენებ ყველას, რომ ევროკომისარი გაფართოების საკითხებში არ არის უბრალო ევროპარლამენტარი. იგი არის ერთ ერთი მაღალი თანამდებობის პირი და ჩვენ ვნახეთ, როგორ თავს დაესხა მთელი დესტრუქციული ოპოზიცია და როგორი შეურაცხყოფა მიაყენეს ადამიანს, რომელმაც ჩამოიტანა პოზიტიური გზავნილი. ამაზე მეტი მტკიცებულება რა სჭირდება ჩვენს საზოგადოებას? არ უხარიათ ამ ადამიანებს არც ჩვენი ქვეყნის წინსვლა, წარმატება, არც პოზიტიური შეფასებები, ხართ დაბოღმილი, გამწარებული, შურით აღვსილნი, საშინელებაა და ამ დროს, ფარისევლურ პერფორმანსებს დგამთ და მერე უკვირთ რატომ იღებენ 1 და 2%-ს? თქვენ ვინ მოგცემთ ხმას?”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მსგავსი თემები