ჯო ბაიდენის ვაჟის წინააღმდეგ, შესაძლოა გამოძიება დაიწყოს

„რესპუბლიკელები“, აშშ-ის პრეზიდენტის ვაჟის, ჰანტერ ბაიდენის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას აანონსებენ.

„რესპუბლიკელი“ კონგრესმენები – ჯეიმს კომერი და ჯიმ ჯორდანი აცხადებენ, რომ პრეზიდენტი ბაიდენი აქტიურად იყო ჩართული საზღვარგარეთ ბიზნეს გარიგებებში თავის ვაჟთან ერთად.

„ჩვენ გვინდა ვიცოდეთ, რის დამალვას ცდილობს ბაიდენის ადმინისტრაცია ამერიკელი ხალხისგან. იყო თუ არა ჯო ბაიდენი უშუალოდ ჩართული ჰანტერ ბაიდენის ბიზნეს გარიგებებში და არის თუ არა ის კომპრომეტირებული? ეს არის ჩვენი გამოძიების მიზანი“, – განაცხადა ჯეიმს კომერმა.

 

მსგავსი თემები