„მიწა ოკუპანტების ცხედრებითაა მოფენილი“ – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც ოკუპანტების ჯარისკაცებზე საუბრობს. როგორც პრეზიდენტი ზელენსკი აცხადებს, უკრაინის მიწა მათი ცხედრებითაა მოფენილი.

„დონეცკის ოლქი ოკუპანტების უდიდესი სიგიჟის ეპიცენტრად რჩება.  ყოველდღიურად ასობით მათგანი იღუპება, უკრაინული პოზიციების წინ მიწა, ფაქტობრივად, ოკუპანტების ცხედრებითაა მოფენილი“ – აცხადებს პრეზიდენტი.

ზელენსკის მიმართვით, უკრაინელ სამხედროებს აქვთ წარმატებები, წინ მიიწევენ.

„ჩვენი ძალები აქტიური თავდაცვის მდგომარეობაში არიან. აღმოსავლეთისა და სამხრეთის ზოგიერთ ნაწილში მტერს ნელ-ნელა უკან ვახევინებთ და თანდათან წინ მივიწევთ. დონეცკის ოლქი ოკუპანტების უდიდესი სიგიჟის ეპიცენტრად რჩება. ყოველდღიურად ასობით მათგანი იღუპება, უკრაინული პოზიციების წინ მიწა, ფაქტობრივად, ოკუპანტების ცხედრებითაა მოფენილი”, – აცხადებს პრეზიდენტი ზელენსკი.

მსგავსი თემები