,,ჩვენი პირველი ამოცანაა, რომ პურის ფასი მოსახლეობას არ გაუძვირდეს მნიშვნელოვნად”- ოთარ შამუგია

,,ჩვენი პირველი ამოცანა არის, რომ პურის ფასი მოსახლეობას არ გაუძვირდეს მნიშვნელოვნად,”– ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ განაცხადა. მისივე თქმით, სახელმწიფოს მხრიდან თუ საჭირო გახდება გარკვეული ჩარევა, რათა დაეხმაროს სექტორს.

„ვაკვირდებით, რომ მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასი ცვალებადია. იყო ძალიან მზარდი დინამიკა, გაზაფხულის შემდგომ, ზაფხულის პერიოდამდე. ჩვენ აქტიურად არ ჩავერიეთ ამ პროცესში, ვინაიდან ჩარევას მოჰყვებოდა პურის ფასის გაძვირება და მაქსიმალურად შევძელით, რომ შეგვენარჩუნებინა პურის ფასი და შემდგომში უკვე კლებასთან ერთად, დავინახეთ, რომ გარკვეულ კატეგორიაზე პურის ფასი შემცირდა კიდეც 10 თეთრით. ახლა ვხედავთ, რა პროცესები მიმდინარეობს და იმედია, ეს პროცესები მიღწეული იქნება საბოლოოდ შეთანხმებით და უკრაინიდან შესაძლებელი გახდება ხორბლის გატანა. ჩვენ ვაკვირდებით ამ პროცესს მუდმივად და თუ საჭირო იქნება სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული ჩარევა, იმისთვის, რომ დავეხმაროთ სექტორს, ჩვენ ამას განვახორციელებთ. თუმცა, ჩვენი პირველი ამოცანა არის, რომ პურის ფასი მოსახლეობას არ გაუძვირდეს მნიშვნელოვნად და აქედან გამომდინარე ვიღებთ სწორედ იმ გადაწყვეტილებებს ვიღებთ, რომელზეც ვსაუბრობთ“, – აღნიშნა შამუგიამ.

მსგავსი თემები