რუსეთმა კიევის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას დაარტყა, რამდენიმე რაიონში წყლისა და ელექტროენერგიის მიწოდება შეზღუდულია

რუსეთის მიერ კიევის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო დარტყმამ,  უკრაინის დედაქალაქის რამდენიმე რაიონში წყლისა და დენის მიწოდების შეზღუდვა გამოიწვია. დღეს დილიდან კიევში ათამდე აფეთქების ხმა გაისმა.

„რუსეთი არ არის დაინტერესებული სამშვიდობო მოლაპარაკებებით და არც გლობალური სასურსათო უსაფრთხოებით“, – წერს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, ოლეგ ნიკოლენკო.

შეგახსენებთ, დღეს დილიდან მთელი უკრაინის მასშტაბით საჰაერო თავდასხმის გამაფრთხილებელი სიგნალი იყო ჩართული.

მსგავსი თემები