სომალის დედაქალაქ მოგადიშუში მომხდარ აფეთქებას სულ მცირე 100 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის არიან ქალები და ბავშვები.
არსებული ინფორმაციით, სომალის დედაქალაქის ხალხმრავალ უბანში ორი დანაღმული ავტომობილი აფეთქდა. აფეთქებების შედეგად 300-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. სომალის პრეზიდენტი აფეთქებების ორგანიზებაში „ალ-შაბაბის“ დაჯგუფებას ადანაშაულებს.
სავარაუდოდ, აფეთქებების სამიზნე სომალის განათლების სამინისტრო გახდა.