პუტინი აცხადებს, რომ უკრაინაზე თავდასხმა სევასტოპოლში გემების აფეთქების პასუხია

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინაზე მიტანილი მორიგი სარაკეტო იერიში პასუხია სევასტოპოლში, შავი ზღვის ფლოტის გემებზე განხორციელებულ თავდასხმაზე.

კითხვას, არის თუ არა უკრაინის ტერიტორიაზე მასიური დარტყმები პასუხი სევასტოპოლის ბოლო მოვლენებზე, პუტინმა აღნიშნა: „ნაწილობრივ ასეც არის, მაგრამ ეს არ არის ყველაფერი, რისი გაკეთებაც შეგვეძლო“.

როგორც რუსული მხარე ამტკიცებს, უკრაინამ შავი ზღვის ფლოტზე თავდასხმა დრონებით განახორციელა.

მსგავსი თემები