კადიროვი ამტკიცებს, რომ  მისი სამი არასრულწლოვანი ვაჟი უკრაინაში, ფრონტის ხაზზე იმყოფება

ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი ამტკიცებს, რომ  მისი სამი არასრულწლოვანი ვაჟი უკრაინაში, ფრონტის ხაზზე იმყოფება. კადიროვის თქმით, მისი ვაჟები “რამდენიმე დღეა, ჩეჩნეთის რესპუბლიკის დელეგაციის შემადგენლობაში, აქტიურად ეძებენ იჩქერიის ბატალიონების წევრებს”.

,,ახმათი, ელი და ადამი ეწვივნენ ფრონტის ხაზს, სადაც ამჟამად სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს უკრაინელ ნაციონალისტებთან. როგორც ჩეჩენ ჯარისკაცებს შეეფერებათ, ისინი მაშინვე საქმეს შეუდგნენ”, – განაცხადა კადიროვი.

ცნობისთვის, 3 ოქტომბერს კადიროვმა გამოაცხადა, რომ თავის არასრულწლოვან შვილებს უკრაინის ფრონტის ხაზზე უშვებდა. მისი შვილები ახმატი, ელი და ადამი 16, 15 და 14 წლისები არიან. კადიროვის თქმით, მათი სამხედრო მომზადება ადრეულ ასაკში დაიწყო.

მსგავსი თემები