გერმანიის პრეზიდენტი, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, კიევში დაგეგმილ ვიზიტს აუქმებს

გერმანიის პრეზიდენტი, ფრანც-ვალტერ შტაინმაიერი უსაფრთხოებიდან გამომდინარე, კიევში დაგეგმილი ვიზიტს აუქმებს. გერმანულის მედიის ინფორმაციით, შტაინმაიერის კიევში ვიზიტი რამდენიმე კვირის განმავლობაში მზადდებოდა.

გამოცემის ცნობით, “კიევში ამ გადაწყვეტილებამ გაღიზიანება გამოიწვია”.

,,იმ დროს, როცა ფედერალური პრეზიდენტი ვიზიტს აჩერებს, მრავალი საერთაშორისო დიპლომატი და სტუმარია, რომლებსაც კიევში ყოფნა ამ მომენტში სურს” – წერს გამოცემა და ერთ-ერთ უკრაინელ მაღალჩინოსანს ციტირებს.

ცნობისთვის, გერმანიის პრეზიდენტი უკრაინის დედაქალაქში ჩასვლას 20 ოქტომბერს გეგმავდა.

 

მსგავსი თემები