ისრაელმა გადაწყვეტილება მიიღო, უკრაინას იარაღით დაეხმაროს

ისრაელის ოფიციალური განცხადებით, უკრაინა ისრაელისგან სამხედრო დახმარებას მიიღებს. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას დიასპორის მინისტრი  ნახმან შაი აკეთებს.

„დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანი რუსეთს ბალისტიკურ რაკეტებს გადასცემს. აღარ არის ეჭვი, სად უნდა დადგეს ისრაელი ამ სისხლიან კონფლიქტში. დადგა დრო, უკრაინამ მიიღოს სამხედრო დახმარება, ისეთივე, როგორსაც აშშ და ნატოს ქვეყნები აწვდიან”, – აცხადებს მინისტრ.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა არაერთხელ გააკეთა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინას ისრაელისგან არაფერი მიუღია.

მსგავსი თემები