ბელორუსი საზღვართან 9 000-მდე რუს ჯარისკაცს განათავსებს

ბელორუსში რუსი სამხედროები ჩადიან. როგორც ოფიციალური პირები განმარტავენ, აღნიშნულის მიზეზი უსაფრთხოება და ქვეყნის დაცვაა. ბელორუსის უსაფრთხოება კი რუსმა სამხედროებმა უნდა დაიცვან.

ქვეყნის თავდაცვის უწყების განცხადებით, საზღვრების დასაცავად, ბელორუსში დაახლოებით 9000 რუსი სამხედრო განლაგდება.

თავდაცვის სამინისტროს განყოფილების უფროსის, ვალერი რევენკოს ინფორმაციით, რუსი სამხედროები ქვეყანაში უკვე ჩადიან.

 

მსგავსი თემები