რუსული მხარე ამტკიცებს, რომ ნატო უკრაინის „კონფლიქტში“ ჩართულია

რუსული მხარე ალიანსს უკრაინის „კონფლიქტში“ ჩართვაზე საუბრობს და ამტკიცებს რომ ეს დე ფაქტო ხდება. განცხადებას ალიანსთან დაკავშირებით  კრემლის პრესსპიკერი პესკოვი აკეთებს.

„ნატო დე ფაქტო ჩართულია უკრაინის კონფლიქტში. მაგრამ,  ეს გავლენას არ ახდენს ჩვენს მიზნებზე. ოპერაცია გაგრძელდება და მას ბოლომდე მივიყვანთ… კიევის რეჟიმი ერთია, ნატოს პოტენციალი კი სხვა. ეს ნიშნავს დამატებით ტვირთს.  ჩვენი პოტენციალი გვაძლევს შესაძლებლობას, გავაგრძელოთ ოპერაცია ამ სიტუაციაში”, – აღნიშნა პესკოვმა.

 

მსგავსი თემები