,,აუცილებელია უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის მიწოდება, რათა უკრაინელებმა შეძლონ საკუთარი ქალაქების, მოქალაქეების დაცვა”- კაია კალასი

,,მოკავშირეების მხრიდან აუცილებელია უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის მიწოდება, რათა უკრაინელებმა შეძლონ საკუთარი ქალაქების, მოქალაქეების დაცვა,”– ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთი მშვიდობიანი მოქალაქეების დაზიანების მიზნით, ესკალაციას ახდენს.

„ჩვენი მკაფიო გზავნილია ყველა უკრაინელისთვის, რომ მხარს გიჭერთ ყველა შესაძლებელი გზით. ის, რაც უნდა გავაკეთოთ, არის მოკავშირეების მხრიდან აუცილებლად საჰაერო თავდაცვის მიწოდება, რომ უკრაინელებმა შეძლონ საკუთარი ქალაქების, მოქალაქეების დაცვა, რადგან რუსეთი ახდენს ესკალაციას, რომ დააზარალოს მშვიდობიანი მოსახლეობა. ჩვენ მსხვერპლის გვერდით ვდგავართ. ჩვენ უკრაინის გვერდით ვართ“, – განაცხადა კაია კალასმა.

 

მსგავსი თემები