“ჩვენ ავასრულებთ შენს ოცნებას” – ატოცში ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრი გარდაიცვალა

  •  

ატოცში, ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრი, გიორგი დეკანოსიძე გარდაიცვალა. როგორც მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა აცხადებს, შემთხვევა მოულოდნელად მოხდა. 

“გიორგი დეკანოსიძე. დეკანა. კაცი შევარდნაძის დროს პოლიციელებმა ისე სცემეს, ეტლიდან ვერ დგებოდა. იბრძოლა და ადგა. ადგა იმიტომ, რომ 2017 წლის 30 ივლისიდან ჩართულიყო ანტისაოკუპაციო მოძრაობის რიგებში. კაცი, ვისთვისაც საქართველო ყველაზე დიდი სიყვარული იყო.

დღეს დილით, გამთენიისას, ატოცში, დეკანა წავიდა. დეკან, ჩემო ძმაო, გპირდები, ჩვენ არ გავჩერდებით და ვიბრძოლებთ ბოლომდე. ჩვენ ავასრულებთ შენ ოცნებას. მშვიდობით ძმაო. ჩვენ აუცილებლად შევხვდებით. ძალა ერთობაშია. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი”, – წერს დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში.

დავით ქაცარავას ინფორმაციით, გიორგი დეკანოსიძე სასწრაფო დახმარების მისვლამდე გარდაიცვალა.

მსგავსი თემები