„ჩვენი ჯარისკაცები წინ მიიწევენ“ – რეზნიკოვი

უკრაინული მხარის ინფორმაციით, უკრაინული ჯარი წინ მიიწევს და მეტ ტერიტორიას იბრუნებს. როგორც ქვეყნის საგარეო თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი აცხადებს, უპირატესობა სახეზეა.

“სანამ “რუსეთის პარლამენტი” თვრება ანექსიის ამაო მცდელობებით, ჩვენი ჯარისკაცები წინ მიიწევენ”, – წერს რეზნიკოვი სოციალურ ქსელში.

მინისტრი რუკასაც აქვეყნებს, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალების პროგრესს და ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებას ასახავს.

მსგავსი თემები