უკრაინული მხარე მოითხოვს „როსატომს“ სანქციები დაუწესდეს

ვლადიმერ პუტინის განკარგულებას ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის რუსეთის მფლობელობაში გადასვლასთან დაკავშირებით უკრაინული მხარე ბათილად მიიჩნევს. როგორც უკრაინის საგარეო უწყებაშ აცხადებენ, ეს არის პუტინის კიდევ ერთი უკანონო ქმედება.

„რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყებიდან დანაშაულებისა და საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევების გრძელ სიას დღეს დაემატა კიდევ ერთი – ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გაკონტროლების უკანონო მცდელობა. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ბრძანებულებას ბათილად მივიჩნევთ. ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ ამ დანაშაულს, რომელიც კიდევ უფრო აძლიერებს რისკებსა და საფრთხეებს ბირთვული უსაფრთხოების სფეროში, რომელიც დაკავშირებულია რუსეთის მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ოკუპაციასთან“, – აღნიშნულია საგარეო უწყების განცხადებაში

უკრაინული მხარე „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებს და სხვა პარტნიორებს მოუწოდებს, რუსულ სახელმწიფო კორპორაცია „როსატომს“ სანქციები დაუწესოს.

„მოვითხოვთ რუსეთის მხრიდან, უზრუნველყოს უკრაინის მოქალაქეების უსაფრთხოება და ხელშეუხებლობა, რომლებიც განაგრძობენ ატომურ ელექტროსადგურზე კრიტიკული ფუნქციების შესრულებას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

პუტინმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებით განკარგულება გამოსცა

მსგავსი თემები