,,ბანკის პოზიციები დავაში უკიდურესად სუსტია – ბანკის მენეჯმენტი თვით-დაზიანების რეჟიმში იმყოფება”- „ემ ქეი დი“

იურიდიული ფირმა „ემ ქეი დი“, რომელიც წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს წამყვან შვეიცარიულ ბანკთან დავაში, სინგაპურში მიმდინარე სასამართლო პროცესისა და მასთან დაკავშირებული გარემოებების შესახებ პრესრელიზს ავრცელებს.

ორგანიზაციის განცხადებით, დავის არსებითი განხილვა  სინგაპურის საერთაშორისო კომერციულ სასამართლოში მიმდინარეობდა 5-23 სექტემბრის პერიოდში და ზეპირი მოსმენების ფარგლებში, მოხდა მოსარჩელის, ივანიშვილის გამოკითხვაც. ორგანიზაცია ამბობს, სასამართლოს მიმდინარეობა ფართოდ შუქდებოდა საერთაშორისო პრესით, თუმცა არა საქართველოში.

,,სინგაპურში მიმდინარე პროცესი კიდვ ერთხელ აჩვენებს, რომ ბანკის მენეჯმენტი თვით-დაზიანების რეჟიმში იმყოფება და მნიშვნელოვან დარტყმას აყენებს შვეიცარიის სახელმწიფოს იმიჯსაც. რომ შევაჯამოთ: პირველი, ბატონი ივანიშვილისთვის განსაკუთრებით საგულისხმოა, რომ მის ფინანსურ მდგრადობაზე ყველაზე დიდი დარტყმის მიყენება ბანკის მიერ მოხდა 2008-2010 წლებში, რაზეც ბანკის მენეჯმენტის რეაგირება იყო არა დამნაშავე თანამშრომლის გამოაშკარავება, არამედ, პირიქით, მისი წახალისება და ეს მდგომარეობა გაგრძელდა მანამ, სანამ თავად ბატონი ივანიშვილის გადაწყვეტილების შედეგად, ბანკს აღარ დარჩა სხვა გზა, გარდა პროკურატურისთვის დასწრებაზე მიმართვისა; მეორე, ჩვენს გაკვირვებას იწვევს ის, რომ საბანკო ჯგუფის ახლად-დანიშნულმა იურიდიული სამსახურის უფროსმა სრულიად კორექტული პოზიცია დაიკავა, რაც მდგომარეობდა ბანკის წინა პერიოდში განხორციელებული ქმედებებით აღშფოთებასა და საკითხის სასწრაფოდ მორიგების გზით დარეგულირების მზაობაში, რაც, მათ შორის, საქართველოში ვიზიტსა და ბოდიშიც მოხდასაც კი გულისხმობდა, თუმცა რამდენიმე დღეში მან მკვეთრად შეიცვალა პოზიცია (რისი მიზეზიც ნამდვილად არ ყოფილა სასამართლო დავაში ბანკის პოზიციის რაიმეგვარი გაუმჯობესება, პირიქითაც) და თავისივე ინიცირებულ საკითხზე ყველანაირი კომუნიკაცია შეწყვიტა; მესამე, ჩვენთვის აბსოლუტურად გაუგებარია შვეიცარიული მედიის მიდგომა, რომ მიუხედავად დავის ფართოდ გაშუქებისა და, მათ შორის, იმის აღნიშვნისა, რომ ბანკის პოზიციები დავაში უკიდურესად სუსტია, ყველა მედია საშუალება მაინც ერიდება ბატონი ივანიშვილის იმ პოზიციის შემცველი წერილის გამოქვეყნებას, სადაც საუბარია იმაზე, რომ ბანკის მენეჯმენტი სრულიად შეგნებულად აზიანებს ბანკს, საბანკო სისტემასა და სახელმწიფოს იმიჯს. სამწუხაროდ, ბანკის გადაწყვეტილება, რომ მისივე ინიცირებული მორიგების პროცესი თავადვე შეეწყვიტა, სრულიად ჯდება ამ ხაზში. და მეოთხეც, ის ერთადერთი თანამშრომელიც კი, რომელსაც ბრალი დასდეს მრავალ-წლიან და მილიარდიან დანაშაულში, მხოლოდ ხუთ-წლიანი სასჯელით შემოფარგლა შვეიცარიულმა მართლმსაჯულებამ, რის შემდეგაც ვადაზე ადრე გაათავისუფლეს,”- ნათქვამია განცხადებაში.

 

 

მსგავსი თემები