,,რომელი ილონ მასკი უფრო მოგწონთ, ის, ვინც მხარს უჭერს უკრაინას თუ რუსეთს?”- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი  SpaceX-ის დამფუძნებლის, ილონ მასკის მიერ, „ტვიტერში“  ჩატარებულ გამოკითხვას ეხმიანება და მოსახლეობას კითხვით მიმართავს.

,,რომელი ილონ მასკი უფრო მოგწონთ, ის, ვინც მხარს უჭერს უკრაინას თუ რუსეთს?”- წერს წელენსკი.

ცნობისთვის, ილონ მასკმა „ტვიტერში“ რუსეთ-უკრაინის საკითხთან დაკავშირებით „დიახ“ და „არა“ ხმის მიცემის ფუნქციით, გამოკითხვა ჩაატარა.

„უკრაინა-რუსეთის მშვიდობა:

– ანექსირებულ რეგიონებში არჩევნების თავიდან ჩატარება გაერო-ს ზედამხედველობით. რუსეთი წავა, თუ ეს ხალხის ნება იქნება.

– ყირიმი ფორმალურად რუსეთის ნაწილია, როგორც ეს იყო 1783 წლიდან (ხრუშჩოვის შეცდომამდე).

– ყირიმის წყალმომარაგება უზრუნველყოფილი იქნება.

– უკრაინა ნეიტრალური რჩება“, – წერს მასკი.

მსგავსი თემები