,,თუ გვინდა პოლიტიკური პრობლემა გადავწყვიტოთ, მაშინ ბიძინა ივანიშვილი საჯარო პოლიტიკაში უნდა დაბრუნდეს”- ვახტანგ მეგრელიშვილი

,,მართლა თუ გვინდა პოლიტიკური პრობლემა გადავწყვიტოთ და ევროპელებსაც კითხვა არ ჰქონდეთ, მაშინ ბიძინა ივანიშვილი საჯარო პოლიტიკაში უნდა დაბრუნდეს” – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის მიღება ჩვენნაირ ქვეყანაში, სადაც არ გვაქვს სახელმწიფო ინსტიტუტები, ძალიან დამაზიანებელი იქნება”.

„მნიშვნელოვანია, ღიად ვთქვათ, რა პრობლემა გვჭირს. ეს კონკრეტული კანონი ადამიანის უფლებების შემზღუდველია და არათუ დაგვეხმარება, რომ ევროპული ქვეყანა გავხდეთ, არამედ პირიქით – ამ ტიპის კანონმდებლობის მიღება, ჩვენნაირ ქვეყანაში, რომელშიც არ გვაქვს კანონის უზენაესობა, არ გვაქვს ინსტიტუტები და ა.შ. ეს იქნება ძალიან დამაზიანებელი. მოგვიწევს ავხსნათ, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს არ აქვს კავშირი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციასთან. რეკომენდაციებში იმიტომ ჩაიწერა, რომ საუბარია ივანიშვილზე, რომელსაც ერთპიროვნულად შეუძლია მმართველი პოლიტიკური ძალის მართვა, მაგრამ ის არანაირი ოლიგარქი არ არის. იმ გაგებით, რა გაგებითაც უკრაინული კანონმდებლობაა წარმოდგენილი, ეს ბიძინა ივანიშვილს საერთოდ არ ეხება. მართლა თუ გვინდა პოლიტიკური პრობლემა გადავწყვიტოთ და ევროპელებსაც კითხვა არ ჰქონდეთ, მაშინ ბიძინა ივანიშვილი საჯარო პოლიტიკაში უნდა დაბრუნდეს. ეს არის ერთადერთი პასუხი იმ პრობლემაზე, რომელიც დაგვისვეს“, – აღნიშნა მეგრელიშვილმა.

 

 

მსგავსი თემები