,,ნუ ინერვიულებთ ივანიშვილზე, სანერვიულო ისედაც ბევრი გაქვთ”- კალაძე ჟურნალისტს

,,თქვენ ნუ ინერვიულებთ ბიძინა ივანიშვილზე, არ ინერვიულოთ, თქვენ სანერვიულო ისედაც ბევრი გაქვთ,”- ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ, ჟურნალისტის კითხვას, ბიძინა ივანიშვილის და მისი გარემოცვის შესაძლო დასანქცირებასთან დაკავშირებით.

კალაძე  აღნიშნულ ინფორმაციას არასერიოზულს უწოდებს.

,,საიდან მოგაქვთ ეს ინფორმაცია? გაქვთ სხვა შეკითხვები? სერიოზული შეკითხვები გაქვთ? თქვენ ნუ ინერვიულებთ ბიძინა ივანიშვილზე, არ ინერვიულოთ, თქვენ სანერვიულო ისედაც ბევრი გაქვთ, თქვენი რეალური მდგომარეობა რომ შეაფასოთ და ნახოთ, სად და რა მდგომარეობაში იმყოფებით, დარწმუნებული ვარ, ამ ყველაფერს თუ გაანალიზებთ, მიხვდებით, რომ ძალიან ბევრი გაქვთ სანერვიულო,”- განაცხადა კალაძემ.

მსგავსი თემები