,,უკრაინის მიტაცებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ ე.წ. რეფერენდუმის ჩატარება მოჩვენებითია”- ჯო ბაიდენი

,,უკრაინის მიტაცებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ ე.წ. რეფერენდუმის ჩატარება მოჩვენებითია და ამერიკის შეერთებული შტატები მას არასდროს აღიარებს,” – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.

ბაიდენის თქმით, აშშ აქტიურად იმუშავებს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან იმისთვის, რომ რუსეთს დამატებითი სერიოზული სანქციები დაუწესდეს.

შეგახსნებთ, ოკუპირებულ დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში რუსეთთან შეერთების შესახებ ე.წ. რეფერენდუმი გუშინ დაიწყო.

მსგავსი თემები