,,შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს გოგაშვილის ცოლ-შვილი ჩაცხრილული ნახოთ, სოსო გოგაშვილი კი მკვდარი”- გოგაშვილის ცოლი

,,შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს გოგაშვილის ცოლ-შვილი ჩაცხრილული ნახოთ, სოსო გოგაშვილი კი მეთორმეტე დაწესებულებაში მკვდარი,”- – ამის შესახებ სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის სოსო გოგაშვილის მეუღლემ, თეა მატყოფლიშვილმა მათი კუთვნილი ავტომობილების დაყადაღების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ავტომობილებიდან უკანონო ნივთმტკიცების ამოღების შემთხვევაში  პასუხისმგებლობა გრიგოლ ლილუაშვილს, ირაკლი შოთაძეს და ვახტანგ გომელაურს დაეკისრებათ.

,,გაფრთხილებთ, თუ ამ მანქანებში ნარკოტიკი, იარაღი ან რაიმე მსგავსი აღმოჩნდება, მთელ პასუხისმგებლობას ვაკისრებ ლილუაშვილს, შოთაძეს და ვახტანგ გომელაურს. 15 ძვირად ღირებული კი არა, 3 ავტომანქანა ამოიღეს – ,,ტოიოტა პრადო”, ,,ელანტრა” და ,,მერსედესი”. მივმართავ ტელევიზიებს – დანარჩენი 12 ძვირად ღირებული მანქანა სად გვყავს, იქნებ დამიზუსტოთ? ბოლო მუქარაა ოჯახის ლიკვიდაცია, შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს გოგაშვილის ცოლ-შვილი ჩაცხრილული ნახოთ, სოსო გოგაშვილი კი მეთორმეტე დაწესებულებაში მკვდარი. რუსულ ,,ოცნებასთან” ერთად უსირცხვილო და ბოროტი „ოცნებაა”, – აღნიშნა თეა მარტყოფლიშვილმა.

თბილისში, კახეთსა და იმერეთში, გოგაშვილის ოჯახისა და მათი გარემოცვის ბინები, ნაკვეთები, მანქანები, იარაღები დააყადაღეს

მსგავსი თემები