ქუთაისთან მომხდარ ავარიას დეკანოზი ალექსი როხვაძე და მისი 8 წლის შვილი ემსხვერპლნენ

ქუთაისი-სამტრედიის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის ტაძრის მოძღვარი, დეკანოზი ალექსი როხვაძე და მისი 8 წლის შვილი ემსხვერპლნენ.

ქუთაისთან ახლოს, სამტრედიის საგზაო მონაკვეთზე ერთმანეთს ტრაილერი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. მსუბუქ ავტომობილში მყოფი ოთხი ადამიანიდან ორი ადგილზე გარდაიცვალა.

ერთ-ერთი მგზავრი და ტრაილერის მძღოლი კი კლინიკაში გადაიყვანეს.

 

 

მსგავსი თემები