რუსებმა უკრაინელები განაიარაღეს, მათი ფორმები ჩაიცვეს და კიევში შედიან  

კიევის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსი სამხედროები კიევში უკრაინელების სამხედრო ფორმებითა და უკრაინული სამხედრო აღჭურვილობით შედიან.

უკრაინელების განიარაღება კი ანტონოვის აეროპორტთან მოხდა, რომელიც  კიევიდან დაახლოებით 35 კილომეტრში მდებარეობა.

თავდაცვის უწყების ინფორმაციით, კიევის სიახლოვეს, რამდენიმე წერტილში უკრაინული ჯარების განიარაღება მოხდა, რუსმა ოკუპანტებმა გადაიცვეს მათი ფორმები და ახლა უკრაინული ტექნიკით შემოდიან ქალაქში. მოსალოდნელია დივერსიული ჯგუფების შეტევა სხვადასხვა ობიექტებსა თუ მოქალაქეებზე.მოსახლეობა თავს სპეციალურ თავშესაფრებს აფარებს.

 

მსგავსი თემები