,,მობილიზაცია არ იქნება”- ალექსანდრე ლუკაშენკო

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, ქვეყანაში მობილიზაცია არ გამოცხადდება. მისი თქმით, შესაძლო მობილიზაციაზე მხოლოდ ოპონენტები და ”პროპაგანდისტები” საუბრობენ.

,,ეს მობილიზაცია რუსეთშია. მობილიზაცია არ იქნება, ჩვენ არ ვაპირებთ მობილიზებას, ეს ტყუილია”- განაცხადა ლუკაშენკომ.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ქვეყნის მასშტაბით ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია 21 სექტემბერიდან გამოაცხადა.

მსგავსი თემები