„რუსები საუბრობენ მოლაპარაკებებზე, მაგრამ სამხედრო მობილიზაციას აცხადებენ“ – პრეზიდენტი ზელენსკი

„ის იძულებული იქნება, ომი დაასრულოს“ – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან დაკავშირებით. როგორც ვოლოდიმირ ზელენსკი განმარტავს, რუსეთის ქმედებები ნათლად ასახავს მის სურვილებს.

„საუბრობენ მოლაპარაკებებზე, მაგრამ სამხედრო მობილიზაციას აცხადებენ. საუბრობენ მოლაპარაკებებზე, მაგრამ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ფსევდო რეფერენდუმს აცხადებენ. რა არის მაშინ სიმართლე? რუსეთში სამხედრო მობილიზაციის გამოცხადება სიმართლეა. „რეფერენდუმებიც“ სიმართლეა. რუსეთს ომი უნდა. თუმცა, კაცობრიობა და საერთაშორისო სამართალი ერთ ტერორისტულ სახელმწიფოზე ძლიერია. რუსეთი იძულებული იქნება დაასრულოს ეს ომი“ – აღნიშნა პრეზიდენტმა ზელენსკიმ გაერო-ს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიაზე ვირტუალური გამოსვლისას.

„დასჯა აგრესიის გამო“ – ზელენსკიმ გაეროს უკრაინის „მშვიდობის ფორმულის“ 5 პუნქტი წარუდგინა

 

მსგავსი თემები