„215 კარგი ამბავი გვაქვს“ – ზელენსკი ტყვეობიდან გათავისუფლებულებზე  

215 ტყვე, რომელთა შორის „აზოვის“ პოლკის 5 მეთაურია, თავისუფალია. როგორც პრეზიდენტი ზელენსკი აცხადებს, ტყვეობიდან გათავისუფლებული მეთაურები რეაბილიტაციას თურქეთში გაივლიან და ისინი პრეზიდენტ ერდოღანის პირადი პროტექტორტის ქვეშ იქნებიან.

„215 კარგი ამბავი გვაქვს. ეს არის გამარჯვება ჩვენი ერისთვის. 215 ოჯახი დღეს გაიხარებს, რადგან შესაძლებლობა ექნებათ, რომ საკუთარი საყვარელი ადამიანები ნახონ. გათავისუფლებულებიდან 108 “აზოვის” მებრძოლია. რუსეთის ტყვეობიდან გათავისუფლებული “აზოვის” პოლკის 5 მეთაური დენის პროკოპენკო და მისი მოადგილე სვიატოსლავ პალამარი, ომის დასრულებამდე თურქეთში დარჩებიან. უკრაინელი სამხედრო მეთაურები თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის პირადი პროტექტორატის ქვეშ იქნებიან, კომფორტულ გარემოში და პირადი შეხვედრების გამართვის უფლება ექნებათ,” – აღნიშნა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.

ტყვეობიდან გათავისუფლებული„აზოვის“ მეთაურები ომის დასრულებამდე თურქეთში დარჩებიან

მსგავსი თემები