ახალი სანქციები პუტინის რუსეთის წინააღდეგ, შეთანხმება მიღწეულია

ნიუ იორკში, სადაც გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ზე სესია იმართება, არაერთი მნიშვნელოვანი გზავნილი გაჟღერდა და არაერთი შეთანხმება შედგა. მათ შორის ერთ-ერთი ნაწილი რუსეთს და უკრაინაში პუტინის ომს ეხება.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ, რომ  რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტს დააწესებენ.  საუბარია მერვე პაკეტზე, რომელიც ამოქმედებასაც უკრაინის პრეზიდენტი ითხოვდა. მერვე პაკეტი ასევე ითვალისწინებს უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გაზრდას.

როგორც ჯოზეფ ბორელმა სესიაზე განაცხადა, ცხადია, რომ პუტინი უკრაინის განადგურებას ცდილობს. ევროკავშირის საგარეო მინისტრები ოქტომბერში შეიკრიბებიან, სადაც ახალი სანქციების დეტალებს განიხილავენ.

 

მსგავსი თემები