„დასჯა აგრესიის გამო“ – ზელენსკიმ გაეროს უკრაინის „მშვიდობის ფორმულის“ 5 პუნქტი წარუდგინა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიაზე  სიტყვით გამოვიდა. როგორც ვირტუალურ ჩართვაში პრეზიდენტმა აღნიშნა,  მას მომზადებული აქვს „მშვიდობის ფორმულის“ ხუთი პუნქტი, კონფლიქტის დასრულებას ხელს შეუწყობს.

„ეს არის ფორმულა, რომელიც მოიცავს დასჯას დანაშაულის ჩადენისთვის, მოიცავს სიცოცხლის დაცვას, უსაფრთხოების, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ახდენს უსაფრთხოების გარანტიას და მოიცავს სიმტკიცეს. უკრაინას სურს მშვიდობა, ევროპას სურს მშვიდობა, მსოფლიოს სურს მშვიდობა და ყველამ იცის, ვინ არის ის ერთადერთი, რომელსაც სურს ომი. ჩვენ არ დავუშვებთ ამ სახელმწიფოს გაბატონებას, მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაზე დიდი სახელმწიფოა“ – განაცხადა ზელენსკიმ.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, უკრაინამ ომამდე გამართა მოლაპარაკებების 88 რაუნდი, რომ მომხდარიყო ომის თავიდან არიდება, თუმცა რუსეთმა მაინც განახორციელა სრულმასშტაბიანი აგრესია.

„ეს არის ჩვენი ფორმულის პირველი პუნქტი. დასჯა აგრესიის გამო, დასჯა საზღვრების და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისთვის. დასჯა, რომელიც უნდა განხორციელდეს აგრესიის დასრულებამდე და ვიდრე არ იქნება გადახდილი კომპენსაცია იმ ზარალისთვის, რაც იქნა მიყენებული. ამიტომ სანქციები აგრესორის წინააღმდეგ მშვიდობის ფორმულის ნაწილია. ვაჭრობის, ურთიერთობების ბლოკირება, აგრესორთან მშვიდობის ფორმულის ნაწილია. ეს ყოველივე არის დასჯა“ – აღნიშნა პრ4ეზიდენტმა.

მისივე შეფასებით, მეორე პუნქტი არის სიცოცხლის დაცვა, რადგან სახელმწიფოს, რომელიც შეიარაღებულ აგრესიას განიცდის, უნდა ჰქონდეს საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლის დაცვის შესაძლებლობა.

„მესამე პუნქტი არის უსაფრთხოების და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. შეხედეთ გლობალური უსაფრთხოების ელემენტი დაარღვია რუსეთმა თავისი ომით. საუბარია საზღვაო უსაფრთხოებაზე, სურსათის უსაფრთხოებაზე, რადიაციულ უსაფრთხოებაზე, ენერგო უსაფრთხოებაზე. უნდა ვაღიაროთ ყველა დონეზე, რომ რუსეთი ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოა. ყველა ქვეყანაში, საკანონმდებლო დონეზე, პოლიტიკურ დონეზე. ეს არის გლობალური უსაფრთხოების აღდგენის საფუძველი“ – აღნიშნა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.

მეოთხე პუნქტი უსაფრთხოების გარანტიებს ეხება.

რაც შეეხება მეხუთე პუნქტს, პრეზიდენტის განმარტებით, მეხუთე პუნქტი  არის სიმტკიცე, რომლის გარეშეც ყველა სხვა პუნქტი არ იმუშავებს.

„ეს არის ჩვენის ბრძოლის სიმტკიცე, ჩვენი პარტნიორების სიმტკიცე, დაგვეხმარონ და დაეხმარონ საკუთარ თავს. ასევე მთელი მსოფლიოს სიმტკიცე, გაერთიანდნენ იმის გარშემო, ვინც იბრძვის შეიარაღებული აგრესიის წინააღმდეგ და პასუხისმგებლობა დააკისრონ მას, ვინც ემუქრება ყველას”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა გაეროს სესიაზე.

 

მსგავსი თემები