პარლამენტში ინიცირებული ნარკოპოლიტიკის პროექტს „კონსერვატორები“ მხარს არ დაუჭერენ

 

ფრაქცია „კონსერვატორები“ ემიჯნებიან, ნარკოპოლიტიკის რეფორმასთან დაკავშირებულ კანონპროექტს, რომელიც პარლამენტშია ინიცირებული და ჯანდაცვის კომიტეტმა პირველი მოსმენით მოიწონა.

“კონსერვატორები” აცხადებენ, ისინი კანონპროექტს მხარს არ დაუჭერენ, რადგან მიაჩნიათ, რომ  წარმოდგენილი კანონპროექტი ნარკოტიკების მომხმარებელთა რიცხვს გაზრდის.

როგორც “მთავარს” ფრაქცია „კონსერვატორების“ თავმჯდომარე გიგა ბუკიამ განუცხადა, ნარკოტიკი მოქალქეებისთვის ხელმისაწვდომი არ უნდა იყოს. ამიტომ ისინი, მხარს მხოლოდ ისეთ კანონპროექტს დაუჭერენ, რომელიც ნარკოტიკის მოხმარებას შეამცირებს და არა პირიქით – გაზრდის.

გიგა ბუკიას შეფასებით, როცა ქვეყანაში ნარკოტიკები ხელმისაწვდომი იქნება, მას მეტი მსხვერპლი მოჰყვება.

„როგორ ფიქრობთ, თუ ნარკოტიკული საშულებები ხელმისაწვდომი გახდება, გაქრებიან ის ადამიანები, რომლებიც დღეს იაფფასიან, ან სინთეტიკურ ნარკოტიკს მოიხმარენ? ეს გამორიცხულია. ყველა ნარკოტიკს თავისი მომხმარებელი ჰყავს. როცა ნარკოტიკი ხელმისაწვდომია, მსხვერპლის რაოდენობაც იზრდება. ახალგაზრდობისთვის და მომავალი თაობისთვის ნარკოტიკების ხელმისაწვდომობა დამღუპველი იქნება“, – აცხადებს დეპუტატი.

 

მსგავსი თემები