საქართველოში მოსახლეობის შემცირების შესაჩერებლად ეროვნული საბჭო იქმნება

გაეროს მოსახლეობის ფონდის პროგნოზით, საქართველოს მოსახლეობა მნიშვნელოვნად მცირდება, პიკი კი 2050 წლისთვის გვემუქრება. სწორედ ამ დროისთვის, დღევანდელი გათვლებით, საქართველოს მოსახლეობა 28%-ით შემცირდება.

აღნიშნული პროცესების შესაჩერებლად, საქართველოს მთავრობაში მოსახლეობის განვითარების ეროვნულ საბჭო იქმნება. საბჭოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი უხელმძღვანელებს, მოადგილეები კი საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე და ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი იქნებიან.

მოსახლეობის განვითარების ეროვნულ საბჭოს ერთ-ერთი მთავარი მიზანი ქვეყანაში მოსახლეობის რიცხოვნობის მოსალოდნელი შემცირების შეჩერება, მოსახლეობის მიგრაციული პროცესების მართვა იქნება. საბჭომ 2018-2030 წლების დემოგრაფიული უსაფრთხოების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა უნდა შეიმუშაოს, რომელსაც მთავრობა დაამტკიცებს.

​გაეროს მოსახლეობის ფონდის პროგნოზით, საქართველოს მოსახლეობას 28%-ით შემცირება ემუქრება, აზერბაიჯანის მოსახლეობა 33%-ით იზრდება, ხოლო სომხეთის მოსახლეობა – 7%-ით.

მოსახლეობის რიცხოვნობის შემცირების მხრივ, მსოფლიოს 232 ქვეყანას შორის, დღეის მდგომარეობით,  საქართველო მე-16 ადგილზეა, შობადობით კი – 174-ზე.

მსგავსი თემები