„ომი ახლა რუსეთისთვის არც ისე კარგად მიდის”- აშშ-ის არმიის გენერალი

„ომი ახლა რუსეთისთვის არც ისე კარგად მიდის. ასე რომ, ყველა ჩვენგანის მოვალეობაა, შევინარჩუნოთ მზადყოფნის მაღალი დონე, სიფხიზლე“,- ამის შესახებ აშშ-ის არმიის გენერალი, შეიარაღებული ძალების შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელი მარკ მილმა განაცხადა.

როგორც გენერალი აღნიშნავს, უკრაინის მიერ ბრძოლის ველზე ბოლო დროს მიღწეული წარმატებების შემდეგ ომი ახალ ფაზაშია შესული.

„ამიტომ ჩვენ ძალიან ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ, როგორი იქნება რუსეთის რეაგირება ამაზე“, – აღნიშნა  მარკ მილმა.

მსგავსი თემები