გაერთიანებული სამეფოს დედოფალ ელისაბედ მეორეს დღეს დაკრძალავენ

გაერთიანებული სამეფოს დედოფალ ელისაბედ მეორეს დღეს დაკრძალავენ.  დაკრძალვის ცერემონია ვესტმინსტერის სააბატოში გაიმართება.

ცერემონიას ჯამში სხვადასხვა ქვეყნის 500-მდე ლიდერი და მაღალჩინოსანი დაესწრება, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი. ელისაბედ მეორის დაკრძალვაზე დასასწრებად გაერთიანებულ სამეფოში იმყოფება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

დედოფლის დაკრძალვას ევროპის სხვა ქვეყნების სამეფო ოჯახებიც დაესწრებიან. გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედ მეორე 8 სექტემბერს 96 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მსგავსი თემები