“რუსებო, არ ეცადოთ, გადმოკვეთოთ საზღვარი” – ლატვია

ლატვია შენგენის ვიზის მქონე რუსეთის მოქალაქეებს ქვეყანაში არ შეუშვებს. ლატვიის საგარეო უწყების ინფორმაციით, ქვეყანაში რუსეთს მოქალაქეების შესვლა შეიზღუდება.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარ რინკევიჩსი აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა რუსეთის მოქალაქეებს შენგენის ვიზები ჰქონდეთ, ისინი ლატვიის საზღვარზე ვერ შევლენ.

„უსაფრთხოების მოსაზრებებიდან და რუსეთის აგრესიიდან გამომდინარე, 19 სექტემბრიდან ლატვია შენგენის ვიზების მქონე რუსეთის მოქალაქეებისთვის ზღუდავს შემოსვლის შესაძლებლობას. რუსებო, არ ეცადოთ გადმოკვეთოთ საზღვარი, თქვენ აქ არ გელოდებიან, შეწყვიტეთ უკრაინის წინააღმდეგ ომი და წადით ამ ლამაზი ქვეყნიდან!“ – აცხადებს წერს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი.

 

მსგავსი თემები