ყირგიზეთ-ტაჯიკეთის საზღვარზე ვითარება გართულდა

ყირგიზეთ-ტაჯიკეთის საზღვარზე ინტენსიური ბრძოლა გრძელდება, მიუხედავად არაერთი მოწოდებისა, საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტასთან დაკავშირებით, მხარეები  ცეცხლს არ წყვეტენ და ურთიერთბრალდებებს ავრცელებენ.

ყირგიზეთის ეროვნული უსაფრთხოების სახელმწიფო კომიტეტში აცხადებენ, რომ ტაჯიკეთი ყირგიზეთის ტერიტორიის დაკავებას ცდილობს.

„მიუხედავად ცეცხლის შეწყვეტისკენ მიმართული ძალისხმევისა, ტაჯიკეთის მხარე აგრძელებს კონფლიქტის რაიონში სამხედრო ტექნიკის გადაყვანას, მათი მიზანი ყირგიზეთის ტერიტორიის დაკავებაა“ – აცხადებს ყირგიზეთის მხარე.

მათივე ინფორმაციით, ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის საზღვრის მთელ პერიმეტრზე ინტენსიური ბრძოლა გრძელდება. საზღვარზე ვითარება დღეს დილით გართულდა.

 

მსგავსი თემები