,,ოპოზიციის მიზანია 12 პუნქტის შესრულებაში ხელი შეგვიშალონ და კანდიდატის სტატუსი არ მივიღოთ”- ირაკლი კობახიძე

,,ოპოზიციის მიზანია ყველაფერზე ცუდი თქვან, 12 პუნქტის შესრულებაში ხელი შეგვიშალონ და კანდიდატის სტატუსი არ მივიღოთ”-  ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, სახალხო დამცველის არჩევის წესზე ოპოზიციის კრიტიკა აბსურდულია.

,,რას ვთავაზობთ ოპოზიციას – არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები აფასებენ კანდიდატებს ქულებით, ამის შემდეგ შემოდის პოლიტიკური ნაწილი და ამის შემდეგ ვამბობთ, რომ ჩვენ არ ვასახელებთ არცერთ კანდიდატს და თავიდან ბოლომდე მხოლოდ იმ კანდიდატებს განვიხილავთ, რომლებიც დასახელდებიან ოპოზიციური ფრაქციების და პოლიტიკური ჯგუფების მიერ. ამაზე მეტი რა უნდა გააკეთო, არ ვიცი. აბსურდია, მათი მიზანია ყველაფერზე ცუდი თქვან, 12 პუნქტის შესრულებაში ხელი შეგვიშალონ და კანდიდატის სტატუსი არ მივიღოთ, ეს არის ერთადერთი რაც ამის უკან დგას”,- განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი თემები