,,სასამართლოს დამოუკიდებლობა დღეს დიამეტრალურად მაღალია”- არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ მედიისა და სასამართლოს ნაწილზე ბრიუსელში გაკეთებულ განცხადებები შეაფასა. თალაკვაძის თქმით, აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, პრემიერმა ევროპელ კოლეგებს ამომწურავი არგუმენტები გაუზიარა.

„სიმართლეა ის, რომ როცა ჩვენ ხელისუფლება ჩავიბარეთ, ქვეყანაში მხოლოდ ოთხი ტელევიზია და ოთხი მიკროფონი მაუწყებლობდა, დღეს 20 ტელევიზიაა და 120 რეგიონული მედია მაუწყებლობს, მათ შორის არავითარი პრობლემა არ გექმნებათ, როცა კრიტიკული შინაარსი გაქვთ ხელისუფლების მიმართ. რაც შეეხება სასამართლოს, სასამართლოში დავებში მოქალაქეებსა და სახელმწიფოს შორის 50/50-ზე არის, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლოში რეალური შეჯიბრებითობაა და სასამართლოს დამოუკიდებლობა დღეს დიამეტრალურად მაღალია. ასევე, ამას ადასტურებს სტრასბურგში გაგზავნილი სტატისტიკა, სადაც სახელმწიფოს წინააღმდეგ გაგზავნილი სტატისტიკა 60 პროცენტით არის შემცირებული, რაც ნიშნავს, რომ მოქალაქეები სასამართლო სისტემაში ბევრად მეტად აღწევენ სიმართლის დადასტურებას. მესმის, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ და მათ მიერ კონტროლირებადმა მედიამ ყველაფერი გააკეთეს და იმეორებენ, რომ დღეს თითქოს სასამართლო არის უარესი, მედიაგარემო არის უარესი, რაც ტყუილია, რასაც განეიტრალება სჭირდება. აქტიურად ვიმუშავებთ, რომ ევროპელ კოლეგებს ვაჩვენოთ, რა პროგრესი განიცადა ამ მიმართულებით საქართველომ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მსგავსი თემები